კომპოსტირების დამაჩქარებელი
ფასი : 90 ლარი
აღწერა
ფრინველის სკორეს ბიოდესტრუქტორი

* წყვეტს სკორეს უტილიზაციის  პრობლემას

* აჩქარებს კომპოსტირებას 4-5 კვირამდე

* სწრაფად აცილებს უსიამოვნო სუნს

* ახდენს გაუსნებოვნებას, ანეიტრალებს ტოქსინებს

* ამდიდრებს კომპოსტს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით

* ამცირებს ბიოლოგიური ნარჩენების მოცულობას



შემადგენლობა

საშიშროების მე-4 კლასის მიკროორგანიზმები (უსაფრთხო), ვიტამინები, ამინმჟავები, პრობიოტიკები, ბუფერული სისტემა, ორგანულ-მინერალური მატარებელი, ნატრიუმის ფოსფატი, 3 ჩანაცვლებული.

მოქმედების პრინციპი

პრეპარატი გამოიყენება სკორეს კომპოსტირების დასაჩქარებლად  ფრინველების მოვლა-შენახვისთვის გალიების და საგების გამოყენების შემთხვევაში.

პრეპარატი შეიცავს ბაქტერიებისა და სოკოების აქტიურ კომპლექსს, რომელიც სწრაფად იწყებს საკომპოსტე მასაში სკორეს კომპოსტირების პროცესს საგების ნარჩენებთან ერთად. საკომპოსტე მასის შიგნით ტემპერატურა 50…70°С-მდე იზრდება, რის წყალობითაც ხდება საკომპოსტე მასის გაუვნებლობა. ამდიდრებს კომპოსტს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, უნარჩუნებს სასარგებლო მიკროელემენტებს, გარდაქმნის რა მათ ძვირფას ორგანულ სასუქად

დოზირება

0,5 კგ 25 ტონა ფრინველის სკორეზე

გამოყენების ხერხი

პრეპარატი შეაქვთ საკომპოსტე მასის ფორმირების პროცესში, მშრალად ან ხსნარის სახით.

მშრალად შეტანისას კონცენტრატს ურევენ ქვიშას ან ნახერხს. თხევადი სახით შეტანისას წინასწარ აზავებენ იმ ნებისმიერი რაოდენობის წყალში, რომელიც საკმარისი იქნება მთელი საკომპოსტე მასის დასამუშავებლად.

საკომპოსტე მასას აბრუნებენ შემდეგი სქემის მიხედვით: 10- კვირაში – 3-ჯერ, მე-2 კვირაში – 3-ჯერ, მე-3 კვირაში 2-3-ჯერ, მე-4 კვირაში 2-ჯერ. საჭიროების მიხედვით ატენიანებენ, რათა არ მოხდეს მისი გამოშრობა.

გადაბრუნება სასურველი შედეგის მიღწევის აუცილებელი პირობაა.

შენახვის პირობები

მშრალ ცივ ადგილას 5°-დან 25°С-მდე ტემპერატურის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. არ გაყინოთ!

უსაფრთხოების ზომები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თვალში მოხვედრის შემთხვევაში გამოირეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით. არ შეისუნთქოთ.

პრეპარატი უსაფრთხოა ადამიანის, ცხოველის, მცენარისა და გარემოსთვის. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, პათოგენურ და გენმოდიფიცირებულ მიკროორგანიზმებს. შეესაბამება ჯანმოს ნორმებს.

შეუკვეთე ზარი