საპრო-აგრო ელექსირი /Sapro Agro Elixir
ფასი : 15 ლარი
აღწერა

ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური ბიო სასუქი.

საპრო-აგრო წარმოადგენს უნივერსალურ ეკოლოგიურად სუფთა ბიო სასუქს, რომელიც მრავალი პოზიტიური თვისებით გამოირჩევა: ნიადაგში ჰუმუსის აღდგენა, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება და ნემატოდებისაგან დაცვა, მოსავლიანობის და ნაყოფის ხაარისხის ამაღლება. გამოიყენება როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტში.


საპრო-აგრო არის ლატვიური ტორფის და საპროპელის კოლოიდის (ტბის ლამის) ნაზავი. საპროპელი შეიცავს უმდიდრეს კომპლექსს: ნატურალური ვიტამინების, ამინომჟავების, მიკროელემენტების და ბაქტერიების, რომლებიც ხელს უწყობს ნიადაგში ჰუმუსის სწრაფ ჩამოყალიბებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აღადგენს ნიადაგის ნაყოფიერებას. არ ტოვებს მავნე ნარჩენებს. ტორფი ქმნის ნიადაგის სტრუქტურას, აუმჯობესებს ჰაერაციას, ამაღლებს და ინარჩუნებს ტენიანობას, ამდიდრებს ჰუმუსური მჟავებით.


საპრო-აგრო ამაღლებს მცენარის იმუნიტეტს გარემო არახელსაყრელი პირობების მიმართ, იცავს ნემატოდებისგან, ანეიტრალებს ნიადაგში რადიონუკლეოდებს, მძიმე მეტალებს, პესტიციდებს, მარილების მავნე ნარჩენებს. იწვევს მოსავლიანობის 20-40% ზრდას, პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯობესებას. (უკეთესი გემო, შესახედაობა, ვიტამინებით გამდიდრება).


საპრო-აგრო გაცილებით აღემატება ნაკელის მაჩვენებლებს. ნაკელისგან განსხვავებით არის სტერილური და არ გააჩნია უარყოფითი თვისებები: ნიადაგის დაბინძურება, ფესვების დაზიანება, სარეველა ბალახის ამოსვლა და სხვა. რასთან ბრძოლაც დამატებით ხარჯებს იწვევს

ეკოლოგიურად სუფთა საპროს–აგრო  წარმოადგენს უნივერსალურ პროდუქციას. მისი გამოყენება შეიძლება ყველა მცენარისათვის,საკმაოდ ეფექტურია ასევე სათბურებში, სანერგე მეურნეობებში, დეკორატიული და ფოთლოვანი კულტურებისთვის, (ყვავილების, ბოსტნეულის , ბაღჩეულის , ხილის, მწვანილის, მარცვლოვანი კულტურების, ვაზის და ა. შ.)

შეიძლება ითქვას, რომ აგრო–საპროს შეგვიძლია ვუწოდოთ არა  ბიო– სასუქი, არამედ ის არის ბიოლოგიურად აქტიური საფუძველი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების და მასში ჰუმესის წარმოშობის.

საპრო–აგროს შემადგენლობა:

  1. აზოტწარმომქმნელი და ნიტრომაფიქსირებელი ბაქტერიები.
  2. ნატურალური  წყალში ხსნადი ვიტამინები: კაროტინი (პროვიტამინი A)  B1, B2, B3, B5, B6, B12, E, C, D, P და ფოლიუმის მჟავა.
  3. 16 წყალში ხსნადი ნატურალური ამინომჟავები: გისტიდინი, გლუტამინის მჟავა, გლიცინი, ვალინი, არგინინი, ასპარიგინის მჟავა, ალანინი, სერინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ფენილალანინი, ტიროზინი, ლიზინი, მეტიონინი, ტრეონინი, ცისტინი.
  4. ნატურალური ფერმენტები: კატალაზი, პეროქსიდაზი, რედუკტაზი, პროტეაზი.
  5. ჰუმინური კომპლექსი: ჰუმინო და ფულვომჟავები.
  6. მიკრო და მაკრო ელემენტები: Mn, Cu, B, Zn,Mg, Mo, Si(სილიციუმი), Ca(კალციუმი),FFe(რკინა). ბაქტერიები რომლებიც აჩქარებს ნიადაგში ჰუმუსის ჩამოყალიბებას.
  7. აზოტი (N)არანაკლებ-10000 მგ/კგ. ფოსფორი (P)არანაკლებ-500 მგ/კგ. კალიუმი (K)არანაკლებ-600 მგ/კგ. ორგანული ნახშირწყალი (C) 40 %. ორგანული ნივთიერებები (OM) არანაკლებ-75 %. ტენიანობა-70 %. ელექტრო გამტარობა (EC) < 0.8 მშ/ცმ.

მჟავიანობა (PH) 5,5-6,5.

არ შეიცავს ხელოვნურ ჰორმონებს, ГМО , პათოგენურ ნემატოდებს, ინდუსტრიულ ნარჩენებს, სარეველათა ოჯახის წარმომადგენლებს.

გამოყენების რეკომენდაცია: შეურიოთ 1 წილი საპრო აგრო 4 – 7 წილ მიწას და დავთესოთ ან დავრგოთ. უკეთესია თუ ნაზავს დავამატებთ ტორფს ან პერლიტს, ნიადაგის მდგომარეობის მიხედვით. საპრო-აგრო რეკომენდირებულია და ძალზედ ეფექტურია გამოიყენოთ ქიმიური სასუქებისაგან Gგამოფიტულ, Eეროზირებულ, დამლაშებულ, ქვიშიან, ნემატოდებიან, ცენტრალურ მაგისტრალებთან ახლოს და ინდუსტრიულ ზონებში მდებარე დაბინძურებულ ნიადაგებზე.


1) ვაზი, ხეხილი, თხილი, ციტრუსი: ვენახის და ბაღის გაშენება 1-2 წლიანი ნერგები, ორმოში ჩავყაროთ 1-2 კგ(ნიადაგის მიხედვით) საპრო აგრო, ავურიოთ მიწაში და ჩავრგოთ ნერგი. მოვრწყათ, უკეთესია ვეგეტაციის პერიოდში მოვრწყათ და შევასხუროთ ელექსირით, თვეში 1-2 ჯერ. ჩვენი რეკომენდაციებით გაშენებული ვენახი და ბაღები, იქნება ძლიერი, ჯანმრთელი და შესაძლებელია მოსავლის მიღება 1 წლით ადრე. M მოზრდილი მცენარეების შემთხვევაში, სასურველია გვიან შემოდგომით, ან ადრე გაზაფხულზე, მცენარის გარშემო ამოვიღოთ მიწა ფესვთა რადიუსის სიგანეზე, სიღრმე 5-10სმ, დავაყაროთ საპრო აგრო და ამოღებული მიწა შევურიოთ საპრო-აგროს, ზემოთ მითითებული შეფარდებით, საშუალოდ ერთ მცენარეზე 3-7 კგ(ნიადაგის მდგომარეობიდან). მოვრწყათ წყლით, 10-15 დღის შემდეგ მოვრწყათ ელექსირით. ვაწარმოოთ ფესვიდან და ფოთლიდან კვება ელექსირით ვეგეტაციის დროს. საპრო აგრო ეფექტურია 3-4 წლის განმავლობაში. ამ მეთოდით მოყვანილი ნაყოფი, გამოირჩევა ხარისხით და რაც მთავარია იზრდება მოსავლიანობა 15-30%.


2) ბოსტნეული (კიტრი, პომიდორი, წიწაკა,კომბოსტო და სხვა..) ბაღჩეული (საზამთრო, ნესვი, გოგრა და სხვა).  შევურიოთ 1 წილი საპრო აგრო 6 – 8 წილ ტორფის სუბსტრატს და დავთესოთ თესლი, ჩითილის გამოსაყვან ჭურჭელში(კასეტები, ჭიქები..) ჩითილის ამოყრისთანავე მოვასხუროთ ელექსირი 1-2 ჯერ. ბუდნაში გადატანისას, ნიადაგის მდგომარეობიდან გამომდინარე 150-300გრ ავურიოთ ნიადაგში და ჩავყაროთ ბუდნაში, ჩავრგოთ ჩითილი და მოვრწყათ ელექსირით. ვეგეტაციის განმავლობაში, დავამუშაოთ მცენარე ფესვიდან და ფოთლიდან ელექსირით(ჰერბიციდებთან და ფუნგიციდებთან ერთად ,ან მათ გარეშე). ამ რეკომენდაციების დაცვით, მივიღებთ გაზრდილ 20-30%, ხარისხიან და ჯანმრთელ მოსავალს, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.


3) გამწვანება: დეკორატიული მცენარეები, ყვავილები, გაზონები(სტადიონი) და სხვა.
ძალზედ ეფექტურია საპრო აგროს გამწვანებაში გამოყენება, როგორც ნერგების და ჩითილების დარგვისას, გაურიოთ 4-7 წილ მიწას, ან 7-10 წილ ტორფს და დავრგოთ ქოთნებში ან ღია გრუნტში(ორმოში). ასევე მოზრდილი მცენარეებს, თუ მათ უჭირთ და მოიწყინეს, მივცეთ ისევე, როგორც მოზრდილი ვაზის და ხეხილის შემთხვევაში. Aასევე ძალიან ეფექტურია საპრო აგროს გაზონების(სტადიონი) გასაშენებლად. 1 მ2-ზე უნდა მოვაყაროთ, ნიადაგის მდგომარეობიდან გამომდინარე 2-4 კგ საპრო აგრო და დავთესოთ ან დავაგოთ გაზონი.ასევე შესაძლებელია მომზადებულ ნაზავში მიწა-ტორფი...შევურიოთ 1-7 ან 1-10-თან და დავაგოთ გაზონი(რულონი). ვაწარმოოთ-მორწყვა-შესხურება ელექსირით. შედეგად მივიღებთ იდეალურ გაზონს მრავალი წლის განმავლობაში, რომელიც არ იქნება ქიმიურად დამუშავებული

სერტიფიკატი: 
საპრო-აგროს შემოწმდა და შეფასდა BCS OKO GARANTIE მიერ (გერმენია). რომელიც არის ევროკავშირის მიერ აკრედიტებული, სერტიფიცირებული ორგანო და მიენიჭა ევრო სერთიფიკატი ბიო პროდუქტის მოსაყვანად ორგანულ მეურნეობებში. Aასევე ლატვიის სერტიფიცირების ცენტრი “Latsert”-ის მიერ და მრავალი სხვა.

შეფუთვა: 10ლიტრი(5კგ), 50ლიტრი(23-24კგ), ბიგ-ბეგი-1ტონა…
მწარმოებელი : სია”ლატპოვერი” ლატვია (ევროკავშირი)

შეუკვეთე ზარი