ბიო დეპოზიტი/Bio Deposit -12 მ/გრ
კოდი : 1
ფასი : 1 ლარი
აღწერა

1ლ. ელექსირი-2000ლ. წყალი

ბიოდეპოზიტ ელექსირი არის 100%-ით ნატურალური თხევადი ორგანული სასუქი, ე.წ. ჰუმუსური კონცენტრატი, მცენარეთა ზრდის სტიმულატორი, ეკოლოგიურად სუფთა, წყალში ხსნადი. დამზადებული უმაღლესი ხარისხის ლატვიური ტორფისგან, შეიცავს ჰუმინო და  ფულვო მჟავეების, ამინომჟავების, მიკრო და მაკრო ელემენტების ბალანსირებულ კომპლექს.

ელექსირის ეფექტურობა:

უზრუნველყოფს მოსავლიანობის ამაღლებას, აჩქარებს მომწიფებას; იწვევს ნიადაგის მიკროფლორის სტიმულაციას და ჰუმუსის წარმოქმნა–აღდგენას; ამცირებს და ანეიტრალებს შხამქიმიკატების კონცენტრაციას; საგრძნობლად ამაღლებს  მცენარის იმუნიტეტს დაავადებისადმი, ასევე შეწამვლის შედეგად მიღებული სტრესებისადმი და ექსტრემალური კლიმატური პირობებისადმი; სპეციალური ბუნებრივი დანამატების საშუალებით ფლობს დამატენიანებელ და წებოვან(ფოთოლზე) ფუნქციას. აჩქარებს თესლის გაღვივებას, ნერგის გადარგვისას აუმჯობესებს გახარების ხარისხს; აძლიერებს ნიადაგში არსებულ მიკრო ორგანიზმების ზრდას და ააქტიურებს მათ მოქმედებას; კრავს მძიმე მეტალებს მცენარისთვის მიუღებელ ფორმებში; ამაღლებს მინერალური სასუქების ეფექტურობას ;

მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ ნიადაგებზე, რომლებიც შეიცავენ ჰუმუსის მცირე რაოდენობას; ქვიშიან, თიხიან ნიადაგებზე;  ნიადაგებზე, რომლის მჟავიანობა მაღალია; ინტენსიური მორწყვის შედეგად მიღებულ მარილიან ნიადაგებზე; ნიადაგზე რომლის სტრუქტურა დარღვეულია; ეროზირებულ და გაეწრებულ ნიადაგებზე.

შემადგენლობა:

• აზოტი (N)-0.26%

• კალიუმი (K)-0.73%

• კალციუმი (Ca)-16300 მგ/კგ.

• ცინკი (ZN)-17 მგ/კგ.

• მანგანუმი (MN) -7.4 მგ/კგ.

• ორგანული ნივთიერებები (OM)-39.4%

• სპილენძი (CU)-12 მგ/კგ.

• ფოსფორი ( P)-0.012%.

• სილიციუმი (SI)-0.022.

• რკინა (FE)-1600 მგ/კგ.

• ბორი ( B)-0.001%.

• მაგნიუმი (MG)-2800 მგ/კგ.

• მოლიბდენი(MO)-0.002%

• ჰუმუსის მჟავა-123 გ/ლ (თხევად ფორმაში).

იოდეპოზიტ–ელექსირის მოხმარებiს წესები და ხარჯვითი ნორმა:

1 ლიტრი ბიოდეპოზიტ–ელექსირი იხსნება 2000 ლიტრ წყალში,ჰუმინო მჟავების კონცენტრაციით 0,006გრ/ლ (0,06% ხსნარში). იგი გამოიყენება ყველა სახის მცენარის გამოკვებისთვის , ნებისმიერი ნიადაგურ–კლიმატურ პირობებში,  მცენარის განვითარების ყველა ფაზაში თესლის დამუშავებიდან  – ვეგეტაციის ბოლომდე, ფესვური და ფოთლოვანი მორწყვის სახით. ასევე რეკომენდირებულია ნიადაგის მორწყვა-შესხურება გვიან შემოდგომას  ან ადრე გაზაფხულზე . 

ელექსირის გამოყენება შეიძლება კომპოსტის დასამზადებლად თანაფარდობა 1:1000 ლ. ასეთი სახით მიღებული კომპოსტი მდიდარი იქნება ჰუმინური ნივთიერებებით, რაც უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას.

ელექსირის გამოყენება შეიძლება ჰერბიციდებთან, ფუნგიციდებთან, კონტაქტური(სპილენძი...),ინტექსიციდებთან და სხვა შესაწამლ პრეპარატებთან,ამცირებს საწამლი პრეპარატების ხარჯს 10-15%-ით. არაა რეკომენდირებული ელექსირის გამოყენება  ქლორის შემცველ პრეპარატებთან.

სასურველია გაიხსნას: წყაროს, მდინარის, ჭის ან გამოხდილ წყალში.

ბიოდეპოზიტ ელექსირი არის სრულიად უსაფრთხო, არ იწვევს მწვავე ტოქსიკურ მოწამვლას, არის არაალებადი და არაფეთქებადი. მოხმარების წინ შეანჯღრიეთ.

შესაძლებელია ელექსირის გამოყენება მინერალურ სასუქებთან ერთად. ამაღლებს  სასუქიდან, მცენარის მიერ საკვებ ნივთიერებათა შეთვისების უნარს. ამცირებს მინერალური სასუქების შესატან ნორმას 60-80 % - ით.

განსაკუთრებით ეფეტურია ბიოდეპოზიტ ელექსირისა და საპრო აგროს ერთობლივი გამოყენება,რადგან საპრო აგრო ქმნის ნიადაგში კვების არეს,მცენარის სრულყოფილი და ჯანმრთელი განვითარებისთვის, აჩქარებს ჰუმუსის წარმოქმნა-გამრავლებას, ხოლო ელექსირი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და უზრუნველყოფს სწრაფ ზრდას(მომწიფებას).

 

გამოყენების წესი და ხარჯვითი ნორმა:

 

1. ბოსტნეული:პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ბადრიჯანი, კომბოსტო და სხვა.

ბაღჩეული : საზამთრო, ნესვი, გოგრა და სხვა.
1.1 ნიადაგის სტანდარტული მომზადება: მოასხურეთ სამუშაო ხსნარი ნიადაგს შეფარდებით 1ლ.ელექსირი- 1500ლ. წყალზე. სასურველია შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე, ამის შემდგომ შესაძლებელია განხორციელდეს დათესვა.
1.2 თესლი დავამუშავოთ ელექსირის სამუშაო ხსნარში 8-13 სთ-ის განმავლობაში, ცალკე ან თესლის შესაწამლ საშუალებებთან ერთად, შესაწამლი საშუალებების ნორმა მცირდება 20 %-ით. შემდეგ დავთესოთ ტორფის სუბსტრატში, სასურველია სპეციალურ ჭურჭელში(კასეტები, ჭიქები). ასეთი მეთოდით დათესილი ჩითილი სწრაფად, ჯანმრთელად და უდანაკარგოდ ვითარდება.
1.3 ფესვური მორწყვა თვეში 2-ჯერ, თანაფარდობით 1-1500. ხარჯვის ნორმა 1200-1500ლ. ჰექტარზე. Eელექსირის ხარჯი 800გრ-1ლიტრი. ერთი დამუშავებისთვის.
1.4 ფოთლოვანი შესხურება ოთხჯერადად. ხსნარის გამოყენება შეიძლება ინსექტაციებთან და ფუნგიციდებთან ერთად ან მათ გარეშეც. შესხურების ფაზებია: 1) ფაზა – მცენარეზე 2-4 Fფოთლის წარმოქმნის დროს. 2) ფაზა – ბუტონიზაციის პერიოდი. 3) ფაზა – ყვავილობის დაწყებისას. 4) ფაზა-ნაყოფის ზრდის დროს. თანაფარდობა 1 ლ. ელექსირი- 2000 ლ. წყალი. ხარჯვის ნორმა 350-450 ლ. ერთ ჰექტარზე. Eელექსირის ხარჯი ერთ ჰექტარზე – 180-220გრ. ერთ შესხურებაზე.

2. მწვანილი - ნიორი, ოხრახუში,კამა (ცერეცო), სალათა, წიწმატი, ხახვი, ისპანახი,

2.1 ნიადაგის სტანდარტული დამუშავება.

2.2 თესლის დალბობა 8-10 სთ-ის განმავლობაში, თანაფარდობით 1-1500

2.3 ფესვიდან კვება თვეში 1-2 ჯერ , თანაფარდობით 1-1500.

2.4 ფოთლოვანი 3-5 შესხურება. შეფარდება 1-2000ლიტრ Mმწვანილის შემთხვევაში პირველი 2-4 ფოთლის ფაზაში, შემდეგი 15-დღის ინტერვალებით. ხარჯვის ნორმა 350-400ლ. ჰექტარზე. 

3. მარცვლეული (ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, სოია, შვრია,) მზესუმზირა, სიმინდი, ლობიო, ბარდა,ოსპი და სხვა.)

3.1 ნიადაგის სტანდარტული მომზადება.

3.2 თესლის თესვისწინა დამუშავება 10-12 სთ-ის განმავლობაში ცალკე ან თესლის შესაწამლ საშუალებებთან ერთად, თანაფარდობით 1-1500ლ.

3.3 ფოთლოვანი კვება სამჯერადი ( ჰერბიციდებთან ან ფუნგიციდებთან ერთად ან მათ გარეშე). 1 ფაზა – მარცვლეულის შემთხვევაში აღერების დროს, 2-3 ფაზა - ყვავილობა რძისებური სიმწიფის ფაზაში. თანაფარდობა 1:1000-1500ლ. ხარჯვის ნორმა 300-400 ლ/ჰექტარზე.სიმინდის, მზესუმზირის და ლობიო, ბარდა, ოსპის შემთხვევაში პირველი შესხურება 2-4 ფოთლის ფაზაში. Mმეორე კი ყვავილობის ფაზაში. Mმესამე – 10-15 დღის შემდეგ, თანაფარდობით1-2000ლ. ხარჯვის ნორმა 350-450 ლ/ჰექტარზე

4 . ვაზი. ხეხილი (ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ალუბალი, გარგარი, ციტრუსები და სხვა.)

4.1 ნერგების ამოვლება 24 სთ. განმავლობაში, თანაფარდობით 1-1500ლ.

4.2 ფესვური მორწყვა თვეში 2-ჯერ, 10-20 ლ. ერთ ხეზე გადაანგარიშებით, თანაფარდობით 1-1500ლ.

4.3 ფოთლოვანი კვება - ვაზი 4-6 შესხურება. 1ლ-2000 ლიტრ წყალთან. პირველი ფაზა–ბუტონიზაციის დროს, მეორე-ყვავილობის შემდგომ, მე-3-4 მტევნის ზრდის დროს, მე-5-6 საჭიროებისამებრ. 

ხეხილი 3-4 შესხურება პირველი ბუტონიზაციის ფაზაში ყვავილობიდან 4 დღის შემდეგ,მეორე–ნასკვების ჩამოცვენისას,მესამე-ნაყოფის ზრდის დროს, მეოთხე საჭიროებისამებრ. თანაფარდობით 1-2000ლ,ხარვითი ნორმა 20ლიტრი სამუშაო ხსნარი–10-20მცენარეზე.

ციტრუსი: 4 ჯერადი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. 1. ყვავილობის დამთავრებიდან 5-7 დღის შემდეგ, 2. ნასკვების ცვენის დაწყებისას. 3-4 შემდგომი - 14-20 დღის ინტერვალით. თანაფარდობა 1:2000ლ. ხარჯვის ნორმა 20 ლ სამუშაო ხსნარი - 10-20 მცენარეზე

5. კარტოფილი.

5.1 ტუბერების დალბობა 2-3 სთ-ის განმავლობაში, ცალკე ან თესლის შესაწამლ საშუალებებთან ერთად , თანაფარდობით 1-1500ლ.

5.2 ფესვური კვება თვეში 2-ჯერ, თანაფარდობით 1-1500ლ.

5.3 ფოთლოვანი სამჯერადი შესხურება. პირველი შესხურება 6-8 ფოთლის ფაზაში. Mმეორე – ბუტონიზაციის, მესამე კი ყვავილობის ფაზაში, თანაფარდობით1-2000ლ. ხარჯვითი ნორმა 450-500 ლ/ჰექტარზე.

6.გაზონი.

6.1 თესლის დალბობა 10-12სთ-ის განმავლობაში,თანაფარდობით1-1500ლ.

6.2 კვება ფესვიდან და ფოთლიდან თვეში 2-4ჯერ, თანაფარდობით 1-1500ლ.

7.დეკორატიული მცენარეები და ყვავილები:

7.1 ფესვის ამოვლება-დალბობა 8-10 საათის განმავლობაში, დარგვისას ან გადარგვისას.

7.2 ფესვიდან კვება თვეში 1-2 ჯერ, თანაფარდობით 1-1500ლ.

7.3 ფოთლიდან შესხურება თვეში 2-3 ჯერ თანაფარდობით 1-2000ლ.

8.სერტიფიცირება:

ბიოდეპოზიტ ელექსირი არის გერმანული ეკოლოგიური ინსტიტუტის BCS OKO GARANTIE (ნიურბერგი. გემანია) იტალიური (უდინე), იაპონური და ლატვიური ეკოლოგიური ინსტიტუტების მიერ სერტიფიცირებული პროდუქტი. მისი გამოყენება შეიძლება ორგანულ მეურნეობებში.

ბიოდეპოზიტ–ელექსირი სერთიფიცირებულია ევროკავშირის მიერ აკრედიტებული  BCS OKO GARANTIE მიერ (ნიურბერგი, გერმანია), ასევე იტალიურ და იაპონურ სერთიფიკატებს.

ელექსირის შენახვის ვადაა 2 წელი. შენახვის ტემ,პერატურა +5+35° С.

შეუკვეთე ზარი