ბიო-ბაქტერია
ერთეულის ფასი:
90 ლარი
რაოდენობა:
1
ჯამური თანხა:
90 ლარი 
*
*
*
*
*
*
ბიო-ბაქტერია
ფასი : 90 ლარი
კოდი :
აღწერა
მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონლისა და ღორების ნაკელის ბიოდესტრუქტორი.

პრეპარატის დადებითი მხარეები:


​* წყვეტს ნაკელის მიღებისა და უტილიზაციის პრობლემას.
​* ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს, კერძოდ ამიაკს.
​* მასტიტის კანის ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებებისა და ჰერმინთოზების პროფილაქტიკას.
​* ზედის სულადობის პროდუქტიულობას.
​* აუმჯობესებს ხორცის ხარისხს და გემოს.
​* ზოგავს ენერგო რესურსებს და საკვებს.

მოქმედების პრინციპი:

პრეპარატი შეიცავს ბაქტერიებისა და სოკოების აქტიურ კომპლექსს, რომელიც უშვებს და ხელს უწყობს ნაკელისა და საგების ანაერობული კომპოსტირებისა და გაუვნებელყოფის პროცესს. ქმნის სასარგებლო მიკროფლორას, თრგუნავს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების ზრდას, აქრობს ნაკელის პათოგენურ ზემოქმედებას ცხოველების ორგანიზმზე.
საგების 40 სმ. სისქისა და არანაკლებ  1 *C ტემპერატურის პირობებში აქტიურად გამოყოფს სითბოს, რაც გათბობაზე დანახარჯების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

დოზირება:

* 0,5კგ 100 -125 მ/2 -ზე
* ანტიბიოტიკებისა და დეზინფექციის საშუალებების გამოყენებისას დოზას ზრდიან 25%-ით.
* დოზირება პირველ თვეს 1კვ.მ=0,005 გრამი.

გმოყენების ხერხი:
მშრალი ხის ნახერხი გაშლა.

* ღორების შემთხვევაში ნახერხს შლით 40სმ-ზე
* რქოსანი პირუტყვში ნახერხს ვშლით 60სმ-ზე

1) კონცენტრანტს ურევენ ნეიტრალურ შემავსებელში (შროტში, ქვიშაში, ქატოში, ნახერხში, ცარცსა და მისთანებში) შეფარდებით 1:1 და თანაბრად მოაბნევენ საგების მთელ ზედაპირზე. ამის შემდეგ შენობაში შემოჰყავთ ცხოველები. შემდგომში პრეპარატი შეაქვთ 4-5 კვირაში ერთხელ. განმეორებითი დამუშავების დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის 20%-ით შემცირება. საგების შემკვრივების დარად მას ზემოდან აყრიან ახალ ჩალას ან ნახერხს. არა მჩიჩქნელი ცხოველების მოშენებისას საგებს აბრუნებენ კვირაში ერთხელ. ღორების შემთხვევაში თვეი ერთხელ. 12-18 თვეში საგებს მთლიანად ცვლიან.

შენახვის პირობები:

მშრალ ცივ ადგილას 5*C-დან 25*
C-მდე ტემპერატურის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.  არ გაყინოთ!

უსაფრთხოების ზომები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში გამოირეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით. არ შეისუნთქოთ. პრეპარატი უსაფრთხოა ადამიანის, ცხოველის, მცენარისა და გარემოსთვის. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, პათოგენურ და გენმოდიფიცირებულ მიკროორგანიზმებს. შეესაბამება ჯანმოს, WHO, FAO და  JECFA ნორმებს.
შეუკვეთე ზარი