ჯანსაღი ცხოვრების წესი

კატეგორია - ჯანსაღი ცხოვრების წესი





1. გადაცემა ეძღვნება ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოს -კანის როლს ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით; კანისა და ვენერიული დაავადებების განვითარების მიზეზებსა და მათი პრევენციისჰიგიენურ ღონისძიებებს. გადაცემის სტუმარი - კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის ექიმი დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თამარ ებანოიძე.




2.
გადაცემა ეძღვნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ცხოვრების ჯანსაღი წესის
როლს მათი პრევენციის საქმეში.
გადაცემის სტუმარი -
ჩაფიძის გულის ცენტრის ექიმი კარდიოლოგი, ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი,
მედიცინის დოქტორი, პროფესორი ნინო ჟვანია.



გადაცემა ეძღვნება ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია არაჯანსაღი ცხოვრების წესთან. გადაცემის სტუმარი - უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ექიმი ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა





4.
გადაცემა ეძღვნება ღვიძლის დავადებებს, ცხოვრების ჯანსაღი წესის როლს მათი მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობას  მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის  და გაჯანსაღების მიზნით. გადაცემის სტუმარი - სამედიცინო ცენტრის ,,მრჩეველი" 
ექიმი ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა.




5.
გადაცემა ეძღვნება ცხოვრების ჯანსაღი წესის როლს დიდ სპორტში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და პროფესიული სპორტით დაკავებულ პირთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებს. გადაცემის სტუმარი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დურმიშხან ჩიტაშვილი




6.
გადაცემა ეძღვნება პროფესიული მავნეობებისა და პროფესიული დააავადებების განვითარების რისკებს, სამხარეო პათოლოგიების ცხოვრების წესით განპირობებულ საფრთხეებს და მათი თავიდან აცილების გზებს. გადაცემის სტუმარი - შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი რუსუდან ჯავახაძე




7.
გადაცემა ეძღვნება საყოველთაოდ გავრეცელებული დაავადების - დიაბეტის განვითარებასა და მკურნალობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას.  დიაბეტის გართულებებისა და მათი თავიდან აცილების ჰიგიენური ღონისძიებების მნიშვნელობას. დიაბეტის, როგორც ცხოვრების წესის მოთხოვნების გაცნობას მოსახლეობისათვის. გადაცემის სტუმარი - დიაბეტის ცენტრის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი




8.
გადაცემა ეძღვნება შრომის მედიცინის საკითხებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის როლს  შრომითი საქმიანობის თანმხვედრი პროფესიული მავნეობებისა და პროფესიული დაავადებების პრევენციის საქმეში.  შრომის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. საქართველოში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების მნიშვნელობას  და დასაქმებულთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის პრობლემებს. გადაცემის სტუმარი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის აკადემიკოსი,
აკადემიის ვიცეპრეზიდენტი რეზო კვერენჩხილაძე



9.
გადაცემა ეძღვნება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მნიშვნელობას მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის და დაავადებათა, მათ შორის ენდოკრინული დაავადებების, პრევენციიის საქმეში. გადაცემის სტუმარი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის  ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი რუსუდან კვანჭახაძე




10.
გადაცემა ეძღვნება სოფლის მეურნეობაში გამოყენებული შხამქიმიკატების სანიტარულ-ჰიგიენურ, ტოქსიკოლოგიურ,  სამედიცინო - ეკოლოგიურ შეფასებებს. ქიმიური ნივთიერებების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე  მავნე მოქმედების პრევენციას და ცხოვრების ჯანსაღი წესისის მნიშვნელობას შხამ-ქიმიკატებით ინტოქსიკაციის თავიდან აცილების თვალსაზრისით. გადაცემის სტუმარი - შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ჰიგიენისტი, ტოქსიკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ინგა ღვინერია




11.
გადაცემა ეძღვნება  შხამ-ქიმიკატებით დაბინძურებული საკვები პროდუქტების მოხმარების შედეგად ადამიანის ენდოკრინული სისტემის დაზიანებასა და ამის შედეგად განვითარებული სხვადასხვა  პათოლოგიების პრევენციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსახლეობის გაჯანსაღების მიზნით. გადაცემის სტუმარი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი რუსუდან კვანჭახაძე



12.
გადაცემა ეძღვნება სოფლის მეურნეობაში გამოყენებული შხამ-ქიმიკატებისა და სასუქების ეკოტოქსიკოლოგიურ დახასიათებას.  მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების ჩანაცვლების აუცილებლობას ბიოსაშუალებებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მნიშვნელობას მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით. გადაცემის სტუმარი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჰიგიენისტი, ტოქსიკოლოგი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი მარინა გიორგობიანი




13.
გადაცემა ეძღვნება საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტების  მოყვანის, მათი შიდა ბაზარზე რეალიზაციის აუცილებლობას და იმპორტის  ეკონომიკურ მნიშვნელობას. ამ მხრივ ბიზნესის დაინტერესებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობას საქართველოში წარმოებული ბიოპროდუქტების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური როლის მნიშვნელობას სამკურნალო კვებასა და დიეტოლოგიაში. გადაცემის სტუმრები - ტელეკომპანია საფერავი ტვ - ის ექსპერტი გოჩა ცოფურაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჰიგიენისტი, ტოქსიკოლოგი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი მარინა გიორგობიანი

04.06.2018